თბილისი-საქართველოს დედაქალაქი
თბილისის ისტორია
ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთ-ერთი ვარიანტით, ვახტანგ I გორგასალს) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი — აბანოთუბანია.
დაარსება
ადმინისტრაცია და პოლიტიკათბილისის დედაქალაქის სტატუსი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის (1995) X მუხლითა და საქართველოს კანონით „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის - შესახებ“ (1998, 20 თებერვალი).[5]
თბილისის ისტორია
ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთ-ერთი ვარიანტით, ვახტანგ I გორგასალს) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი — აბანოთუბანია.
დაარსება
არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის — პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეულია ქალაქის დამაარსებლად. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად.
ადმინისტრაცია და პოლიტიკათბილისის დედაქალაქის სტატუსი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის (1995) X მუხლითა და საქართველოს კანონით „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის - შესახებ“ (1998, 20 თებერვალი).[5]
თბილისს განაგებს საკრებულო და თბილისის მერი. თბილისის საკრებულო არჩევითი წარმომადგენლობითი ორგანოა და ყოველ ოთხ წელიწადში აირჩევა. თბილისის მერი არის ქალაქ თბილისის უმაღლესი თანამდებობის პირი და მთავრობის ხელმძღვანელი. მერი აირჩევა პირდაპირი არჩევნებით, 4 წლის ვადით. მერის არჩევის წესს ადგენს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. თავდაპირველად (2005 წლამდე) მერი დანიშვნთი იყო და მას ნიშნავდა საქართველოს პრეზიდენტი[5], შემდეგ საკრებულო ირჩევდა[6]. 2009 წლის 28 დეკემბრის ცვლილებით მერი პირდაპირი არჩევითი თანამდებობდა გახდა[7], რითაც თვითმმართველი ქალაქების პოლიტიკური მოწყობა შესაბამისობაში მოვიდა რესპუბლიკის პოლიტიკურ მოწყობასთან. ქალაქის მიმდინარე მერია გიგი უგულავა[8], ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე — ზაალ სამადაშვილი[9][10].
ადმინისტრაციულად თბილისი დაყოფილია ექვს რაიონად, რომელთაც საკუთარი წარმომადგენლები - მაჟორიტარი დეპუტატები ჰყავთ საკრებულოში და ადგილობრივი მმართველობა, შეზღუდული იურისდიქციით. რაიონებში უშუალო მმართველობას (ქალაქის მთავრობის დავალებებს) ახორციელებენგამგებლები, შესაბამისი სტრუქტურული ერთებულების - გამგეობებისდახმარებით. რაიონები თავის მხრივ იყოფა უფრო მცირე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად - უბნებად, სადაც გამგეობების წარმომადგენლობები ახორციელებენ შესაბამისი იურისდიქციის მართვა-გამგეობას[11][12]. რაიონული მოწყობა 1930-იან წლებში საბჭოთა მმართველობის დროს შეიქმნა, საბჭოთა კავშირის ზოგადი დაყოფის შესაბამისად. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რაიონული სისტემა (ძირითადად მართვა-გამგეობის მხრივ) მცირედ შეიცვალა. ბოლო ცვლილებების შედეგად, თბილისის რაიონები და უბნებია:
- ძველი თბილისის რაიონი
- მთაწმინდა, სოლოლაკი, ორთაჭალა
- ვაკე-საბურთალოს რაიონი
- ვაკე-ბაგები, ვაჟა-ფშაველას კვარტლები, ნუცუბიძის მიკრორაიონები, დიღომი-ვაშლიჯვარი, ვეძისი-ყაზბეგი-გოთუა-საბურთალოს ქუჩა, კოსტავა-ბახტრიონი-დოლიძე-ხილიანი
- ისანი-სამგორის რაიონი
- კრწანისი-ფონიჭალა, ზემო ავლაბარი-მეტრომშენი, ნავთლუღი, ვაზისუბანი, მე-8 ლეგიონი, ვარკეთილი, მესამე მასივი, ორხევი, აეროპორტი, ლილო, ქვემო სამგორი
- დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი
- ზემო ჩუღურეთი, დიდუბე, დიღმის მასივი
- გლდანი-ნაძალადევის რაიონი
- ძველი ნაძალადევი, ლოტკინი, ნაძალადევი, სანზონა, თემქა, ავჭალა-გლდანის ხევი, გლდანის ლუწი მიკრორაიონები, გლდანის კენტი მიკრორაიონები, მუხიანი
- დიდგორის რაიონი
- დიდგორი
რაიონებს სახელი ქალაქის ისტორიული უბნების მიხედვით ქვია. თბილისელთა უმრავლესობა არაფორმალურად ქალაქის უფრო მცირე ისტორიული უბნების სისტემას ცნობს. ასეთი უბნები მრავლადაა, თუმცა მრავალმა მათგანმა გამოკვეთილი ტოპოგრაფიული საზღვრები დროთა განმავლობაში დაკარგა. ქალაქს ბუნებრივად მდინარე მტკვარი ყოფს მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად. უძველესი უბნების სახელები სათავეს ადრეული შუასაუკუნეებიდან იღებს. უახელსი უბნები ბოლოდროს გაშენებული საცხოვრებელი კვარტლების სახელს ატარებს.
რევოლუციამდელ თბილისში ქალაქის ეროვნული შემადგენლობა საკმაოდ ჭრელი იყო. ეთნიკური უბნების საზღვრებს საკმაოდ დაწვრილებით აღწერს ბედეკერი:
სამზარეულო:ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და რკნიგზის სადგურის სამხრეთით გაშლილია სუფთა გერმანული უბანი, სადაც ვიურტემბერგიდან გადმოსახლებული (1818) გერმანელების შთამომავლები სახლობენ. სამხრეთით ქართული უბანია (ავლაბარი). მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რუსული უბანია, სადაც მეფისნაცვლის საბრძანებელი და მეწარმეთა ოფისებია განლაგებული. სამხრეთიდან მას ესაზღვრება სომხური და სპარსული ბაზრები.[13]http://ka.wikipedia.org/wiki/თბილისი
ხინკალი:ხინკალი — ქართული კერძი. შედგება ღორისა და საქონლის (ან ცხვრის) ხორცის ნარევისგან. წარმოადგენს ცომისგან დამზადებულ ერთგვარ ტომარას, რომელშიც მოთავსებულია გატარებული ხორცი. მზადდება ხარშვის წესით.
ისტორია
ხინკალი არის ფშავური. პირველად ხინკალი გაუკეთებიათ ფშავში. ხინკალს ძველი ფშავლები აკეთებდნენ ცულით დაკეპილი ხორცით. ხორცი ძირითადად იყო ცხვრის. მთიან რაიონებში ასეთი მეთოდით ხინკალს დღემდე ამზადებენ.
http://ka.wikipedia.org/wiki/ხინკალი
ხაჭაპური
ხაჭაპური ჰქვია ქართულ ყველიან პურს და წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. როგორც წესი, ხაჭაპურის ცომი ხორბლის ფქვილით, საფუარათი,წყლითა და ცოტაოდენი რძითა და მარილით იზილება; ცომს ცოტა ხანს აცლიან ამოსვლას და შემდეგ რეგიონებისდა მიხედვით სხვადასხვა ფორმით ამზადებენ. შიგთავსი როგორც წესი შეიცავს ყველს (ახალს ან დაძველებულს) ან ხაჭოს, კვერცხს,კარაქსა და სხვა ინგრედიენტებს. შემადგენლობითა და მომზადების წესით ხაჭაპური იტალიურ კალცონეს ჰგავს.
რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის რამდენიმე სახეობა არსებობს:
- იმერული ხაჭაპური
- მეგრული ხაჭაპური
- აჭარული ხაჭაპური
- სვანური ხაჭაპური
- ბაჭულები - რაჭული ხაჭაპური
- ფენოვანი ხაჭაპური
- http://ka.wikipedia.org/wiki/ხაჭაპური
ჩემი ბლოგი თბილისზე გავაკეთე,რადგან მე მიყვარს თბილისი :)